დღესდღეობით, კომპანია Google ბიზნესს საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს პროცესების გამარტივებისთვის, ეხმარება მას პროქტების გარეკლამებაში და გაყიდვების ზრდაში.
მოდით, მიმოვხილოთ ყველა ის ძირითადი ინსტრუმენტი, თუ ხელსაწყო, რომელსაც Google გვთავაზობს და ვნახოთ, რა შესაძლებლობებს იძლევა ის ბიზნესისთვის.
პირველი, რაც Google-ის შესახებ გვახსენდება, ეს არის საძიებო სისტემა. Google საშუალებას გვაძლებს, მოვიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია მსოფლიო მასშტაბით, ყველაფერი, რაც შეიძლება გამოადგეს ჩვენს ბიზნესს, მათ შორის, ვინ არიან ჩვენი კონკურენტები, ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები, რა აინტერესებთ მათ და ა. შ.
Google-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი იყოს წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში იმისათვის, რომ მეტად მოხდეს მათი საძიებო სისტემაში გამოჩენა.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს საკუთარი საიტი არ აქვს, Google იძლევა შესაძლებლობას შეიქმნას მარტივი პროფაილი.
Google ბიზნესს საშუალებას აძლევს, ქონდეს ელექტრონული ფოსტა და ყველა ის პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ბიზნეს ოპერაციებისთვის. Gsuite არის სპეციალურად ბიზნესისთვის შექმნილი პროდუქტების პაკეტი იმისათვის, რომ დაეხმაროს ბიზნესს განვითარებაში და ინტერნეტ სივრცეში პროცესების გამარტივებაში.
გუგლი მხოლოდ ბიზნესს 32 სპეციალურ პროდუქტს სთავაზობს. გარდა ამისა, 79 პროდუქტი აქვს მომხმარებლებისთვის, ანუ, ჯამში 111 პროდუქტი. დამატებით, გუგლის პროდუქტების შესახებ იხილეთ სტატია: გუგლის პროდუქტები.
ზურაბ პერტაია
მე ვარ ზურაბ პერტაია, მაქვს 7 წლიანი მენტორინგის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტარტაპები და ტექნოლოგიები.