როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

იმისათვის, რომ ბიზნესი დაარეგისტრიროთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, რა სახის იურიდიული  პირის შექმნა გსურთ. საქართველოში არის შემდეგი იურიდიული პირის სახეობები:

ინდ მეწარმე, ანუ ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო  საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს პასუხისმგებელია მთელი კომპანის სახელზე არსებული ქონებით.

ასევე არსებობს:

• სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;

კომანდიტური საზოგადოება – კს;

სააქციო საზოგადოება – სს;

კოოპერატივი.

რა არის საჭირო რეგისტრაციისთვის?

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ, თუ რომელი ფორმით გსურთ ბიზნესის რეგისტრაცია, უნდა მიმართოთ უახლოეს იუსტიციის სახლს, ან მარეგისტრირებელ ორგანოს.

ინდ. მეწარმედ რეგისტრაციისთვის გჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა. დარეგისტრირება 1 სამუშაო დღეში ღირს 20 ლარი, იმავე დღეს – 50 ლარი.

კომპანიის დარეგისტრირება 1 სამუშაო დღეში ღირს 100 ლარი, იმავე დღეს – 200 ლარი. ამას ემატება საბანკო და სერვისის  მომსახურების გადასახადიც, დაახლოებით, 6 ლარის ოდენობით. აქვე გაითვალისწინეთ კომპანიის, ანუ შპს-ს რეგისტრაციისას უნდა წარადგინოთ  კომპანიის წესდება, რისთვისაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ შაბლონი, ან შეცვალოთ თქვენზე მორგებული ინფორმაციით, იმის მიხედვით, თუ რამდენი მეწილე ჰყავს ბიზნესს.

ბიზნესის იურიდიულად რეგისტრაციის შემდეგ უნდა მიმართოთ საგადასახადო ორგანოს, დარეგისტრირდეთ, როგორც გადამხდელი იმისათვის, რომ გქონდეთ საკუთარი მომხმარებლის გვერდი საიტზე Rs.ge  და აღრიცხოთ საკუთარი მოგება, შემოსვალი და გასავალი იმ იურიდიული ფორმის მიხედვით, რომლითაც დარეგისტრირდით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული და საგადასახადო რეგისტრაციის შემდეგ გახსნათ საბანკო ანგარიში  საქართველოში არსებულ რომელიმე ბანკში და ისარგებლოთ სხვადასხვა ონლაინ მომსახურებებით.


ზურაბ პერტაია

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება