Google my business – გუგლი ბიზნესისთვის

Google-ის ეს პროდუქტი საშუალებას იძლევა, კომპანია Google-ის საძიებო სისტემაში დარეგისტრირდეს. განვიხილოთ, რა უპირატესობები აქვს Google my business-ს და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის:

• გამოვჩნდებით საძიებო სისტემაში – მას შემდეგ, რაც დავრეგისტრირდებით ამ პლატფორმაზე, გუგლი აღგვიქვამს, როგორც კომპანიას და ამის შემდეგ, თუ საძიებო სისტემაში მომხმარებელი ჩაწერს ჩვენი კომპანიის სახელს, პირველი გამოჩნდება ჩვენს შესახებ გვერდი.

• გამოვჩნდებით Google Map-ზე – რუკაზე გამოჩენა ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს კომპანიას, ხდება მარტივად მისაგნები, აქვს სანდო სტატუსი.

• მომხმარებლებს შეუძლიათ, დაწერონ შეფასებები ჩვენ შესახებ, რაც ასევე, დადებითად აისახება კომპანიის გაყიდვებზე.

• შეგვიძლია დავდოთ და გამოვაჩინოთ სურათები, ჩვენი ბიზნესის ინტერიერი და ექსტერიერი. ამით, ერთი მხრივ, მოვიზიდავთ მომხმარებლებს და მეორე მხრივ, გავუჩენთ წინასწარ რეალურ მოლოდინს ბიზნესის შესახებ.

• შეგვიძლია, სრულიად უფასოდ, Google-ის დახმარებით, შევქმნათ საიტი. საიტის მისამართს კი, მაგალითისთვის, ექნება ასეთი სახე: https://asureti-guest-house.business.site/

• საიტზე შეგვიძლია დავიტანოთ ყველა  ის ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ნახონ მომხმარებლებმა.

• Google my business-ით შეგვიძლია, ასევე, ვნახოთ რამდენმა ადამიანმა ნახა ჩვენი ბიზნესი.

როგორ დავრეგისტრირდეთ Google my business-ზე?

პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად, საჭიროა, შევიდეთ საიტზე www.google.com/business/ – მივუთითოთ ბიზნესის სახელი და ავტორიზაცია მოვახდინოთ ჩვენივე გუგლის ელექტრონული ფოსტით. ჩვენი ექაუნთით შესაძლებლობა გვაქვს, რამდენიმე ბიზნეს ლოკაცია ვმართოთ. გაითვალისწინეთ, ბიზნესის დასარეგისტრირებლად  და რუკაზე გამოსაჩენად, კომპანია ჩვენ მიერ მიეთითებულ მისამართზე გამოგვიგზავნის ფიზიკურ წერილს, რომელიც დაახლოებით, 14 დღეში მოგვივა. აღნიშნულ წერილში წერია ციფრები, რაც უნდა მივუთითოთ ლოკაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება ის გუგლის რუკაზე.


ზურაბ პერტაია

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება