ტექნოლოგიები გვიმარტივებენ ცხოვრებას, შესაბამისად, ყველა ელექტრონული სერვისი შექმნილია იმისთვის, რომ უფრო მარტივად შევძლოთ სხვადასხვა ოპერაციების განხორციელება და მიღება ნაკლები დროის და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე.
ელექტრონულ სერვისებში უნდა გამოვყოთ:
• ელექტრონული წერილები ანუ მეილები, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია, გავცვალოთ ინფორმაცია. ამისთვის გირჩევთ, გამოიყენოთ GooGle-ის Gmail.
• Online ბანკი და Mobile ბანკი – ბიზნესს მუდმივად სჭირდება ფინანსების მართვა, თანხის ჩარიცხვა, გადარიცხვა – ამისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ საქართველოში არსებული ციფრული საბანკო პროდუქტები.
• საგადასახადო პროცესების ონლაინ მართვა – საქართველოში კარგად არის განვითარებული ბიზნესისთვის საგადასახადო პროცედურების გასამარტივებლად შემოსავლების სამსახურის ონლაინ სერვისები. საიტზე შესაძლებელია ყველანაირი ფინანსური ოპერაციის ასახვა და გაგზავნა, რაც კანონით არის ბიზნესის მხრიდან შესასრულებელი.
• სოციალური მედია – საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის და მათთან პირდაპირ გაყიდვების წარმოებისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ სოციალური მედია, განსაკუთრებით Facebook.
• პლატფორმები – დღესდღეობით განვითარებულია სხვადასხვა სფეროს მიხედვით პლატფორმები, რომლებიც აერთიანებენ მომხმარებლებს და მომწოდებლებს, მაგალითისთვის ტურიზმის სფეროში შეგვიძლია გამოვყოთ, Airbnb,
საქართველოში აგრო მეურნეობის და სასოფლო მიმართულებით gogra.ge, soflidan.ge უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ელექტრონული სერვისები მცირედი ნაწილია იმ რესურსებთან შედარებით, რაც კიდევ არსებობს ინტერნეტში, რომლის გამოყენებაც ხელს შეუწყობს ბიზნესს განვითარებაში და შესაბამისად გაზრდის თქვენს მოგებას.
ზურაბ პერტაია
მე ვარ ზურაბ პერტაია, მაქვს 7 წლიანი მენტორინგის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტარტაპები და ტექნოლოგიები.