რა არის GMAIL?

2004 წელს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ახალი  ელექტრონული ფოსტა, რომელსაც ეწოდა Gmail. სავარაუდოდ, მისი სახელი შემქმნელი კომპანიიდან მოდის, Google mail, ანუ Gmail.

Gmail – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, დახვეწილი და კომფორტული სივრცე საკუთარი ელექტრონული ფოსტის სამართავად. მოდით, განვიხილოთ მასში შემავალი ინსტრუმენტები, რომლებიც ე.წ. ,,ინტერფეისის’’ მარცხენა ნაწილშია განთავსებული:

შემოსულები (Inbox) – სადაც ვიღებთ ახალ შემოსულ წერილებს. აქ შესაძლებელია, დავახარისხოთ წერილები დროის მიხედვით, ასევე, პრიორიტეტი მივანიჭოთ და ჯერ გამოვაჩინოთ ,,წაუკითხავი’’ წერილები, ან ,,ვარსკვლავიანი’’ წერილები.

ვარსკვლავიანი (Starred)– აქ იკრიბება ის წერილები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ვარსვლავები. ეს ხერხი იმისთვისაა, რათა გამოიყოს ზოგიერთი წერილი სხვებისგან, მიენიჭოს მათ მნიშნელოვანის, ან ნაკლებად მნიშვნელოვანის სტატუსი.

გაგზავნილი (Sent) – აქ შეგვიძლია, ვნახოთ ჩვენ მიერ გაგზავნილი წერილები.

მონახაზები (Drafts)- წერილები, რისი დაწერაც დავიწყეთ, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია და არ გაგვიგზავნია.

ე.წ. ,,ლეიბლები’’ – ანუ  ფოლდერები, სადაც შეგვიძლია დავახარისხოთ და განვათავსოთ წერილები თემატურად.

წაშლილები (Trash) – აქ ინახება ჩვენ მიერ მიღებული და წაშლილი წერილები. ეს არის იგივე ნაგვის ყუთი.

სპამი (Spam) – ეს არის არასასურველი წერილები. როგორც წესი, Gmail თვითონ ანაწილებს წერილებს და ხშირია შემთხვევა, როდესაც არასასურველ წერილებს შორის სასურველ წერილებსაც ათავსებს და ადვილი შესაძლებელია სპამში მოხვდეს მნიშვნელოვანი წერილებიც. ამიტომ შეამოწმეთ სპამი და თუ მნიშვნელოვანი წერილი აღმოჩნდა მასში, მარტივად გადაიტანეთ შემოსულებში(Inbox).

Gmail-ით წერილის გაგზავნისას, საჭიროა, დავაჭიროთ შექმნის ღილაკს მარცხენა ზედა კუთხეში, საიდანაც გამოვა ახალი ფანჯარა:

ვის (To) –  ნაწილში ვწერთ მიმღების მისამართს, ანუ მის ელექტრონულ ელ. ფოსტას.

ასლი (CC)  –  აქ შეგვიძლია მივუთითოთ სხვა ადრესატის ელ. მისამართი, რომელსაც ასევე მიუვა ჩვენი გაგზავნილი წერილი. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთის მისამართებს ნახავს ყველა, ვისაც გავუგზავნეთ.

უხილავი ასლი (BCC)  –აქაც, მსგავსად ასლისა, შეგვიძლია, მივუთითოთ სხვა ადრესატის ელ. ფოსტა, რომელსაც ასევე მიუვა წერილის ასლი. განსხვავებით CC-სგან,  სხვა წერილის მიმღებები ვერ დაინახავენ  BCC-ში არსებულ ადრესატებს.

თემა (Subject) – ვწერთ წერილის სათაურს.

ამის შემდეგ ქვედა თავისუფალ ველში იწერება წერილის ტექსტი.

მოგეხსენებათ, Gmail-ს აქვს უამრავი კარგი ფუნქცია, რომლის გამოყენება ბიზნესისთვის შეგვიძლია, მათ შორის:

შეგვიძლია, გაგზავნილი წერილი შევცვალოთ დროის რაღაც პერიოდში, ან გავაუქმოთ. ეს ფუნქცია კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ შეცდომით ტექსტის გაგზავნას.

წერილის გადამისამართება – შეგვიძლია მივუთით და ერთ მისამართზე მიღებული წერილი ავტომატურად გადმოვამისამართოთ სხვა მისამართზე.

კარგი საძიებო ინტერფეისი – შეგვიძლია მოვძენოთ წერილი გამომგზავნის, გაგზანილი მისამართის, მასში შესული სიტყვის მიხედვით, ან თანდართული ფაილის მიხედვით.[

G Suite – ეს არის Google-ის მიერ შემოთავაზებული პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც  რამოდენიმე ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტს ერთ სივრცეში აერთიანებს. ის ბიზნესს  საშუალებას აძლევს, თანამშრომლებს ჰქონდეთ ბიზნეს ელექტრონული მისამართები და ამასთანავე, გამოიყენონ Gmail.

ფოსტა, კალენდარი, ქლაუდი, საოფისე პროგრამები, ჩატი, ვიდეოზარი და ყველა სხვა ფუნქცია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, თავმოყრილია G Suite-ში და ავტომატურად გააქტიურებულია ყოველი Gmail-სთვის, რომელიც საკუთარ დომენზე არის გახსნილი. G Suite საქართველოში  მარტივადაა ხელმისაწვდომი, რადგან Google-ის ადგილობრივი პარტნიორია დომენების უმსხვილესი ქართული რეგისტრატორი Domenebi.ge.


ზურაბ პერტაია

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება