GOOGLE DRIVE – გუგლი დრაივი

Google Drive – ეს არის Google-ის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს სივრცეს საკუთარი ფაილების, ანუ ინფორმაციის, მათ შორის ფოტოების, ვიდეოების და ტექსტების განსათავსებლად. Google ყველა მომხმარებელს უფასოდ 15Gb სივრცეს აძლევს  და მასზე წვდომა აქვს Google-ის ყველა მომხმრებელს.  მეტი წარმოდგენა რომ გქონდეთ, თუ რამდენია 15 GB, ეს იგივეა, რაც 15 000 MB (მეგაბაიტი), შედარებისთვის, ერთი კარგი ხარისხის ფოტო, საშუალოდ, 5 Mb მოცულობისაა. Google Drive არის სივრცე, სადაც Google-ის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ერთი მხრივ, შეინახონ/ატვირთონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მეორე მხრივ, საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა online შექმნან და გამოიყნეონ Google-ის სხვადასხვა პროდუქტი, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ეს ბლოგი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

• როგორ დავრეგისტრირდეთ Google Drive-ზე?

• რაში შეგვიძლია Google Drive-ს გამოყენება?

• Google Drive-ის პროდუქტები.

როგორ დავრეგისტრირდეთ Google Drive-ზე?

იმისათვის, რათა Google Drive-ზე გქონდეთ წვდომა, საჭიროა Google-ის ანგარიშის  (Accnount) ქონა. Google Drive-ზე შესასვლელად, ეწვიეთ საიტს: drive

ან საკუთარი Gmail-დან გადადით ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული  Drive-ზე (იხ. სურათი 1)

ამის შემდეგ ჩნდება ფანჯარა, სადაც მარცხენა კუთხეში არის განლაგებული მენიუ. (იხ. სურათი 2)

წითელი ოთხკუთხედით შემოსაზღვრული ღილაკიდან შესაძლებელია ახალი პროდუქტების შექმნა.

თუმცა, ჯერ განვიხილოთ ლურჯ ოთხკუთხედში შემავალი მენიუს შემადგენელი ნაწილები :

• ჩემი Drive – მოიცავს ჩვენ მიერ ატვირთულ ფაილებს, რომელიც ინახება ჩვენს ვირტუალურ დისკზე და ყველა იქ განთავსებული ინფორმაცია, იქნება ეს ფოტო, აუდიო, ვიდეო, თუ სხვა ნებისმიერი ფორმატის მასალა, ინახება იქ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, მოგვიანებით ჩვენს ფაილებს გავუზიარებთ სხვებს, გავუგზავნით, ჩამოვტვირთავთ ჩვენს კომპიუტერში, თუ წავშლით.

• კომპიუტერები: ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ჩვენი დრაივიდან სხვადასხვა კომპიუტერში ჩავტვირთოთ ინფორმაცია და შემდეგ დავასინქრონოთ, ანუ გავაზიაროთ ეს ინფორმაცია.

• ჩემთან გაზიარებული – აქ შეხვდებით ყველა იმ მასალას (დოკუმენტს, საქაღალდეს, ფოტოს, ვიდეოს), რაც სხვამ საკუთარი დრაივიდან თქვენ გაგიზიარათ,

• ბოლო – ნიშნავს ბოლოს ნანახი ფაილები, რომლებიც ვნახეთ და გამოვიყენეთ.

• ვარსკვლავებში მონიშნული – ესაა ფავორიტები მასალები. როდესაც ჩვენ რომელიმე ფაილს მივანიჭებთ ამ ფუნქციას, ის დოკუმენტები გამოგვიჩნდება აქ.

• წაშლილები – აქ არის ჩვენ მიერ წაშლილი ფაილები.

• სარეზერვო ასლები – აქ იგულისხმება შენახული ინფორმაცია, დაარქივებული, რომელიც ინახავს სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მაგალითად ჩვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციას.

• საცავი – გვიჩვენებს, რამდენი ადგილი არის თავისუფალი 15 GB სივრციდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეილები, რომლებიც .ge ზე ბოლოვდება, უმეტესად, ულიმიტო მოცულობის სივრცეს შეიცავს და მასზე შეუზღუდავად შეიძლება ინფორმაციის შენახვა.

ახლა განვიხილოთ სურათზე წითელი ოთხკუთხედით შემოსაზღვრული ახალი სერვისების შექმნის ფუნქცია:

რა ინფორმაციის ატვირთვა  შეგვიძლია Google Drive-ზე:

• საქაღალდე – შეგვიძილია, შევქმნათ საკუთარი საქაღალდე, დავარქვათ სახელი და მასში მოვათავსოთ სხვა ჩვენი დოკუმენტები.

• ფაილის ატვირთვა – შეგვიძლია, ავტვირთოთ ნებისმიერი ჩვენი ფაილი ჩვენი კომპიუტერიდან, ან სმარტფონიდან.

• საქაღალდის ატვირთვა – შეგვიძლია ავტვირთოთ მთლიანი საქაღალდე და მასში მოთავსებული ყველა ფაილი.

• Google Doc – ეს არის google-ის პროდუქტი, სადაც მსგავსად Microsoft-ის word-ისა, შეგვიძლია ტექსტური ინფორმაციის შეყვანა, დამუშავება, შენახვა.

• Google sheet – მსგავსად Microsoft excel-სა, აქაც შეგვიძლია ციფრების და მონაცემების შეყვანა, დამუშავება, შენახვა.

• Google slide – მსგავსია Microsoft powerpoint-სა

• და სხვა პროდუქტები, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები. მათ შორის: google forms, რომელიც გამოიყენება online კითხვარის გასაკეთებლად.

Google Drive-ს სხვა დამატებითი სარგებელი:

• Google Drive-ში შექმნილი ინფორმაცია ავტომატურად ინახება და არ საჭიროებს მუდმივად შენახვას.

შესაძლებელია ერთსა და იმავე დოკუმენტზე წვდომა ქონდეს სხვადასხვა ადამიანს, გაზიარდეს სხვებისთვის და მაგალითად, online, პარალელურად დაიწეროს, ან შეიქმნას საერთო დოკუმენტი.


ზურაბ პერტაია

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება