21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანებს საშუალება მოგვცა, სახლიდან გაუსვლელად გამოვიყენოთ ის მომსახურებები და სერვისები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში შეგვეძლო მიგვეღო. ასეთ სერვისებს შორისაა საბანკო მომსახურება.
დღეს საქართველოში საბანკო სფერო საკმაოდ განვითარებულია, მათ შორის, ონლაინ და მობაილ ბანკინგი.
ონლაინ ბანკი ნიშნავს, რომ გვაქვს წვდომა საკუთარ ანგარიშებთან, არ გვიწევს ფილიალში მისვლა და სახლში, საკუთარ კომპიუტერში შეგვიძლია ვნახოთ და განვახორციელოთ შემდეგი მოქმედებები:
• ანგaრიშებზე არსებული ბალანსების, ხელმისაწვდომი და ბლოკირებული თანხების ნახვა, ამონაწერის გაკეთება;
• გადარიცხვა საკუთარ, სხვა პირის, ან კომპანიის ანგარიშსა და ბიუჯეტში;
• მობილურის ბალანსის შევსება და კომუნალური გადახდები;
• დეპოზიტებისა და სესხების მართვა;
• ვალუტის კურსების ნახვა და კონვერტაცია;
• საბანკო პროდუქტების შეძენა ონლაინ;
• ინტერნეტბანკის პერსონალიზაცია.
საამისოდ, მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ინტერნეტთან წვდომა და ვიყოთ დარეგისტრირებული ინტერნეტ ბანკში. იმისთვის რომ დარეგისტრირდეთ ინტერნეტ ბანკში და გქონდეთ წვდომა საკუთარი ანგარიშზე, ბანკის ფილიალში ერთხელ მაინც მოგიწევთ მისვლა, სადაც მოგცემენ ინტერნეტ ბანკში შესასვლელ მომხმრებლის სახელს და ერთჯერად პაროლს. ამის შემედეგ თქვენ უნდა შეხვიდეთ ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ საიტის გვერდზე, რომელიც მითითებული იქნება რეგისტრაციისას გადმოცემულ ფურცელზე.
ინტერნერ ბანში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვანია, შეცვალოთ ერთჯერადი კოდი და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ციფრების და ასოების კომბინაცია.
რაც შეეხება მობაილ ბანკს, ამისთვის საჭიროა, თქვენს ტელეფონში გადმოწეროთ შესაბამისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია, როგორც ანდროიდის ასევე APPLE ის ios სისტემებისთვის. მობაილ ბანკში შესასვლელად არ დაგჭირდებათ დამატებითი რეგისტრაცია, ან ბანკში მისვლა. თუ უკვე ხართ ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ თქვენს მობაილ ბანკში იმავე მომხმარებლის სახელით და პაროლით, რასაც იყენებთ ინტერნეტ ბანკში შესასვლელად.
მობაილ ბანკით შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია:
ანგარიშების, ბარათების, საკრედიტო პროდუქტებისა და ანაბრების შესახებ
აპლიკაციაში შესვლისთანავე მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანგარიშებისა და ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდების შესახებ;
მოახლოებული გადახდების შესახებ
აპლიკაციის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია მოახლოებული გადახდების შესახებ;
ლოკაციების შესახებ
იპოვით უახლოეს ბანკომატს, გადახდის აპარატსა და სერვის ცენტრს. ნახავთ მათ სტატუსს, სამუშაო საათებსა და ნებისმიერის არჩევის შემთხვევაში, აპლიკაცია გიჩვენებთ მათთან მისასვლელ უმოკლეს გზას;
დაგროვების პროგრამების შესახებ
მათ შორის ელექტრონული ყულაბა;
შესრულებული ოპერაციების შესახებ
შეძლებთ, შეამოწმოთ ანგარიშების ამონაწერი და ოპერაციების ისტორია;
ვალუტის კურსების შესახებ
მარტივად ნახავთ თქვენთვის საინტერესო ვალუტის მიმდინარე კურსსა და მისი ცვლილების დინამიკას;
სიახლეების შესახებ
ვიზუალური შეტყობინების სახით მიიღებთ ინფორმაციას განხორციელებული სიახლეების შესახებ;
მეტად მოსახერხებელი რომ იყოს, აპლიკაციაში სასურველი ინფორმაციის მოძიებას ნებისმიერი მოდულიდან „ძიების“ გამოყენებით შეძლებთ. მისი საშუალებით მოძებნით ნებისმიერ ფუნქციას, ოპერაციას, პროდუქტსა თუ მომსახურებას და სწრაფად განახორციელებთ ყველა საჭირო ოპერაციას.
მარტივად შეასრულებთ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა:
მობილურის ბალანსის შევსება
მარტივადაა შესაძლებელი მობილურის ბალანსის შევსება და სასურველი პაკეტის შეძენა ნომრის სრულად შეყვანის გარეშე. მეტი მოხერხებულობისთვის, აპლიკაცია მომხმარებელს უჩვენებს ტელეფონის კონტაქტებს;
გადახდები რეგისტრაციის გარეშე
მარტივად ხდება კომუნალური და სხვა გადასახდელების დაფარვა. შეგიძლიათ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ბანკის ბარათით შეავსოთ მობილურის ბალანსი, ან გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები;
გადარიცხვები
აპლიკაციით მარტივად შეძლებთ, გადარიცხოთ თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, ჩაურიცხოთ თანხა ეროვნულ ვალუტაში სხვა პირს ანგარიშის, ან პირადი ნომრით, ან განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვა; ისეთ ანგარიშზე თანხის გადარიცხვისას, რომელზეც უკვე შესრულებული გაქვთ გადარიცხვის ოპერაცია აქამდე, აღარ არის საჭირო ერთჯერადი კოდით დადასტურება;
ვალუტის კონვერტაცია
აპლიკაციით შესაძლებელია თანხის კონვერტაცია სპეციალური შეღავათიანი კურსით;
საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება და ერთჯერადი კოდების მიღება ელ. ფოსტით
მარტივად შეგიძლიათ საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება და ერთჯერადი კოდების მისაღებ არხად სასურველი ტელეფონის ნომრისა, თუ ელ.ფოსტის მითითება;
Swipe ოპერაციები
ოპერაციებში თითოეულ ტრანზაქციაზე შეგიძლიათ გა-swipe-ება და სხვადასხვა ქმედების განხორცილება: ქვითრის გაზიარება; კონკრეტული გადახდის/გადარიცხვის დამატება ავტომატურ გადახდებში/გადარიცხვებში; შაბლონად შენახვა; ოპერაციის გამეორება; უკან გადარიცხვა ჩარიცხვის ოპერაციაზე;
გაიაქტიურებთ შემდეგ სერვისებსა და პროდუქტებს:
SMS სესხი
აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის SMS სესხების აქტივაცია: სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს SMS სესხი, Express სესხი;
ანაბარი
სწრაფად და მარტივად გახსნით ანაბარს თქვენთვის მოსახერხებელი პირობით და დააგროვებთ თანხას თქვენი მიზნისთვის;
სადებეტო ბარათი
შეუკვეთავთ სადებეტო ბარათს არსებულ, ან ახალ ანგარიშზე;
ავტომატური გადახდები და ავტომატური გადარიცხვები
შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით გადახდისა და გადარიცხვის ოპერაციის დაგენერირება;
SMS და PUSH შეტყობინებების მართვა
თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ის ოპერაციები, რაზეც გსურს შეტყობინების მიღება: გადახდებზე, გადარიცხვებზე, ჩარიცხვებზე და ა.შ;
ელექტრონული ყულაბა
გაიაქტიურებთ ელექტრონულ ყულაბას თქვენთვის სასურველ მოცულობაზე და ოპერაციების შესრულებისას დააგროვებთ თანხას ანაბარზე;
ბარათის დაცვა
შეგიძლიათ ბარათის დაცვის სერვისის სასურველი პაკეტის გააქტიურება ბარათის „დეტალებიდან“;
აღნიშნული სერვისების სიუხვე დამოკიდებულია კონკრეტულ ბანკზე და მის მიერ შემოთავაზებულ ინტერნეტ და მობაილ ბანკის შესაძლებლობებზე.
ზურაბ პერტაია
მე ვარ ზურაბ პერტაია, მაქვს 7 წლიანი მენტორინგის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტარტაპები და ტექნოლოგიები.