რა არის WWW.SDA.GOV.GE?

რა არის და როგორ გამოვიყენოთ www.sda.gov.ge? – www.sda.gov.ge, იგივე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.  სააგენტო შეიქმნა 2012 წლის ივლისში სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაზე. სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციაა არა მარტო საკუთარი, არამედ ზოგადად სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციური სერვისების დანერგვა საჯარო სექტორში, მოსახლეობის რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა.

კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტოს, ერთი მხრივ, აქვს სამოქალაქო რეესტრის ფუნქციები, რომლებიც მოიცავს: მოსახლეობის ერთიანი რეესტრის წარმოებას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვას, მიგრაციასთან დაკავშირებული საქმიანობას, დოკუმენტის აპოსტილირებისა და ლეგალიზაციის წარმოებას. მეორე მხრივ,  სააგენტომ შეიძინა ახალი მიმართულება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობისკენ, რაც გულისხმობს საჯარო უწყებების დახმარებას არსებული მომსახურების სრულყოფასა და ახალი მომსახურების შექმნაში, მათ შორის, იდეების გენერირებას, პროცესების დიაგნოსტიკას და საჭიროების იდენტიფიცირებას, პრობლემების ოპტიმალური გადაჭრის გზებზე რეკომენდაციების მომზადებას, პროცესების ოპტიმიზაციის გეგმის მომზადებას, მის დანერგვასა და დახმარებას მუდმივი განვითარების პროცესებში.

სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, სააგენტო მონაწილეობს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც მიმართულია როგორც სააგენტოს, ასევე სხვა უწყებების მომსახურების ხელშეწყობასა და განვითარებაზე:

საიდენტიფიკაციო სერვისების განვითარება საქართველოში, რომელიც შესაძლებელს გახდის პიროვნებისა და ორგანიზაციების უტყუარ და უსაფრთხო იდენტიფიკაციას როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ სივრცეში. ამ სერვისების განვითარება გაზრდის მოქალაქისა და ორგანიზაციის მიერ იმ ინფორმაციის მონიტორინგს, რაც გადაეცემა მესამე მხარეს;

ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომლის შედეგიც იქნება თვითმმართველობებში საქმისწარმოების, მათ შორის მომსახურების გაწევის სტანდარტიზება ოპტიმიზაცია და გამჭვირვალობა;

საზოგადოებრივი ცენტრის განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, შენდება მრავალფუნქციური ცენტრები. აქ ადგილობრივ მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად მიეწოდება სხვადასხვა სახელმწიფო, თუ კერძო სერვისი; ასევე, გამოყოფილია სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად;

დამისამართების ერთიანი სისტემის შექმნა, რომლის შედეგად გასწორდება მისამართებში არსებული ხარვეზები და შეიქმნება მისამართების ერთიანი რეესტრი;

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების გაცემის პროცესისა და ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა. პროექტის დასრულების შემდეგ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შეძლებს დოკუმენტების გაცემას მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და დოკუმენტის მიმღებისთვის სანდო ფორმით;

სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ქაღალდზე არსებული სამოქალაქო აქტების ელექტრონულ ფორმატში გადატანა, რაც საბოლოოდ გაამარტივებს მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს.

სერვისები

1. პირადობის მოწმობა და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი;

2. დაბადების რეგისტრაცია;

3. საზოგადოებრივი ცენტრი (სახელმწიფო და კერძო სერვისები სოფლიდან გაუსვლელად);

4. ქორწინების რეგისტრაცია;

5. ბიომეტრიული პასპორტი;

6. მოქალაქეობა;

7. მიგრაცია;

8. ბინადრობის მოწმობა;

9. მამობის დადგენის რეგისტრაცია;

10. სახელი/გვარის შეცვლის რეგისტრაცია;

11. შვილად აყვანის რეგისტრაცია;

12. გარდაცვალების რეგისტრაცია;

13. დისტანციური სერვისები (ონლაინ კონსულტაცია/ვიდეოკონსულტაცია);

14. აპოსტილი და ლეგალიზაცია;

15. დოკუმენტების გამოკითხვა;

16.  განქორწინების რეგისტრაცია;

17. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

18. განმეორებით მოწმობების და დოკუმენტების  გაცემა.

თქვენ შეგიძლიათ, გამარტივებულად, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოთ ყველა ამ სერვისით.


ნიკოლოზ მნათობიშვილი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება