2018 წლის ნოემბრიდან კრეატიული განვითარების ცენტრი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში შეირჩევიან მეწარმეები საქართველოს 37 მუნიციპალიტეტიდან და მათთვის ჩატარდება ტრენინგები ელექტრონული კომერციის, სახელმწიფო სერვისების გამოყენებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, არამხოლოდ მიიღონ ცოდნა ტრენინგების მეშვეობით, არამედ შეხვდნენ საკვანძო ორგანიზაციებს შესაბამისი მიმართულებით მათსავე რეგიონში, გაეცნონ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ, დარეგისტრირდნენ გლობალურ პლატფორმებზე საკუთარი პროდუქციიდან დამატებითი შემოსავლის მიღებისათვის. ასევე საბოლოოდ შერჩეულ 100 ბენეფიციარს ჩვენი ორგანიზაცია შეუქმნის კონტენტ პაკეტს და მისცემს შესაძლებლობას კვალიფიციური მენტორის დახმარებით პროექტის მსვლელობისასვე გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე და მიიღოს შემოსავალი. პროექტის მსვლელობისას მონაწილეები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას დონორებისგან შეთავაზებული თანადაფინანსების წყაროების შესახებ.
2018 წლის დეკემბრიდან ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დეტალური ინფორმაცია პროექტის და საგანმანათლებლო მოდულის შესახებ. ტრენინგების პირველი ფაზა დაიწყება თებერვალში.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ჩამოთვლილი რეგიონების ყველა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეწარმეებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, სამეგრელო.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა
დავით მირველაშვილი
ჩვენი გუნდი
გაიგე მეტი
ხშირად დასმული კითხვები
• არის მეწარმე
• დარეგისტრირებულია RS- ზე
• საქმიანობას აწარმოებს რეგიონში
პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას დაფინანსების წყაროების შესახებ, დარეგისტრირდნენ გლობალურ პლატფორმებზე საკუთარი პროდუქციიდან დამატებითი შემოსავლის მიღებისათვის.