რა არის შემოსავლების სამსახური?

შემოსავლების სამსახური / Revenue Service – საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცი მისი გამოყენება და არ ფლობს ინფორმაციას, როგორ შეიძლება მისი მართვა საკუთარი ბიზნესისთვის. შემოსავლები სამსახურის მისია არის სამართლიანი და გამჭირვალე საგადასახადო და საბაჟო ადმინისტირების  ხარისხიანი მომსახურების გაწევა, ეკონომიკის, საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და გარემო დაცვის ღონისძიებებში.

რა სერვისებს გვთავაზობს შემოსავლების სამსახურის ონლაინ პლატფორმა?

პირველ რიგში, როდესაც გვინდა www.rs.ge -ის გამოყენება, უნდა ვიყოთ მომხმარებლად დარეგისტრირებული. ამის შემდეგ შევძლებთ სისტემაში შესავლას. (რეგისტრაცია ხდება შემოსავლების სამსახურში მისვლით, ასევე ონლაინ, სადაც ვიდეო თვალის მეშვეობით, ოპერატორი დაგეხმარებათ რეგისტრაციის გავლაში). სისტემაში შესვლის შემდეგ, ვებ-გვერდი გთავაზობთ ყველა იმ საჭირო იფორმაციას, რაც შეიძლება მეწარმე სუბიექტს დასჭირდეს,

სერვისები

სისტემაში შესვლა – ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება აქვს, შემოსავლების სამსახურში წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები, განცხადებები და საჩივრები; გამოწეროს და დაადასტუროს მასზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ნავთობის სპეციალური საგადასახადო ა/ფაქტურები, სატრანსპორტო ზედნადები; განახორციელოს თანხის გადარიცხვა, მიიღოს შემოსავლების სამსახურიდან შეტყობინებები, მის სახელზე გამოწერილი ოქმები და ბრძანებები; მედიკამენტების და საფოსტო გზავნილების იმპორტის შემთხვევაში, წარადგინოს იმპორტირებული საქონლის რეესტრი;

ავტო განბაჟების გამომთვლელი – სერვისის დახმარებით, შეგიძლიათ, გამოთვალოთ იმპორტირებული ავტომობილის გამოშვების წლისა და ავტომობილის ძრავის მოცულობის მიხედვით გადასახდელი თანხა (აქციზის და საბაჟო გადასახადი);

ბიზნეს რუკა – შეგიძლიათ, მიიღოთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების განთავსების შესახებ, ასევე, მოძებნოთ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული საწარმოები, მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტული გადამხდელის ადგილმდებარეობის შესახებ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ მიერ მონიშნულ მონაკევთში არსებული მოსახლეობის და საწარმოო ობიექტების ოდენობის შესახებ და სხვა;

საბაჟო დეკლარირება – ASYCUDA WORLD ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება აქვს, შეავსოს და წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია;

ელექტრონული გადახდა – აღნიშნული სერვისის საშუალებით, შესაძლებელია, გადასახადის გადამხდელმა განახორციელოს თანხის გადარიცხვა მისთვის საჭირო გადასახადში დავალიანების დასაფარად;

ტვირთის / ავტომობილის ძებნა – სერვისი საშუალებას იძლევა, მიიღოთ ინფორმაცია ტერმინალში შემოსული სატვირთო ავტომობილის, კონტეინერის შესახებ, ან მეპატრონის გვარის მიხედვით გაიგოთ ტვირთის მდგომარეობა, მოითხოვოთ შეტყობინების მიღება ელექტრონული ფოსტის, ან SMs-ით;

განცხადების ფორმები – საშულებას იძლევა, მიიღოთ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში არსებული ელექტრონული განცხადებების შესახებ, განაცხადის წარსადგენად აუცილებელი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის ოდენობის თაობაზე;

გადამხდელთა რეესტრი – სერვისის დახმარებით, შეგიძლიათ, მიიღოთ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების შესახებ, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა გადამხელი რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად;

ინტეგრირებული ტარიფი – სერვისის საშუალებით, შესაძლებელია, სასაქონლო კოდით, ან საქონლის დასახელებით მიიღოთ ინფორმაცია საბაჟო ტარიფების შესახებ;

www.DEMO.rs.ge – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების, სადემონსტრაციო სასწავლო პორტალი demo-eservices.rs.ge წარმოადგენს მოქმედი გადამხდელის პორტალის ანალოგს. აღნიშნული პორტალი შეიცავს ყველა ელექტრონულ სერვისს, რომელსაც დღეისათვის შემოსავლების სამსახური სთავაზობს მომხმარებლებს. გაცნობებთ, რომ სასწავლო ვერსია არანაირ კავშირში არაა რეალურ მონაცემებთან და თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება სასწავლო პორტალზე არ გამოიწვევს/შექმნის რაიმე სახის ვალდებულებას შემოსავლების სამსახურთან;

ვერსია შშმ პირებისთვის – შემოსავლების სამსახურის ოფიციალური საინფორმაციო ხმოვანი ვებ-გვერდი Voice.rs.ge-ი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, მოისმინოთ მონიშნული ტექსტის აუდიო ვერსია. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ „საიტის მოხმარების ინსტრუქცია“;

www.WIKI.rs.ge – წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ცნობარს, სადაც თქვენ შეგიძლიათ, მოძებნოთ და გაეცნოთ თქვენთვის სასურველ ბრძანებულებებს, განმარტებებს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებს, მეთოდურ მითითებებს და სხვა.

ასევე, თქვენ შეგიძლიათ, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გაეცნოთ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და ზოგად ინფორმაციას:

ბიზნესის რეგისტრაცია;

გადამხდელის გვერდი;

საკონტროლო-სალარო აპარატი, ჩგდ;

საქონლის/მომსახურების მიწოდების/გადაადგილების დოკუმენტი;

შეღავათიანი რეჟიმები;

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია;

სათამაშო ბიზნესის ნებართვა;

ბუნებრივი რესურსები;

სტატუსები და რეჟიმები;

გადასახადის სახეები, განაკვეთები და გადახდის ვადები;

შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის წესი;

დოკუმენტების წარდგენის და საქონლის/ სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები;

სასაქონლო ოპერაციები;

მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა;

საქონლის გაფორმება;

ბიზნესის დახურვა.


ნიკოლოზ მნათობიშვილი

კომენტარები ჯერ არ არის
წინა შემდეგი სტატია
კომენტარის დატოვება