Google-ს აქვს უამრავი პროდუქტი, რაც ბიზნესს შეიძლება, დაეხმაროს საქმიანობაში. მიმოვიხილოთ ძირითადი პროდუქტები:
• საძიებო სისტემა search – ნებისმიერი ინფორმაციის მოსაძებნად;
• თარგმნის პლატფორმა translate;
• Chrome – ვებ ბრაუზერი ინტერნეტში შესასვლელად;
• Google maps – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი, რომლის გარეშეც ნახევარი მსოფლიო დაიკარგებოდა. ესაა ონლაინ და ოფლაინ რუკები, რითაც გუგლი გვკარნახობს, სად რა არის;
• Youtube – მსოფლიოში ნომერ პირველი ვიდეოების პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ვიდეოების განთავსება/ნახვა;
• Gmail – ელექტრონული ფოსტა, სადაც შეგვიძლია ელექტრონული წერილების მიღება, გაგზავნა და სხვა ინფორმაციის გაცვლა;
• Google+ – სოციალური ქსელი, სადაც შესაძლებელია ჯგუფების გაერთიანება და სხვადასხვა საკითხზე დისკუსიის გამართვა;
• Photos –ფოტოების პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ჩვენი ფოტოების შენახვა, დარედაქტირება, გაზიარება;
• Contacts– შეგვიძლია შევინახოთ ყველა ჩვენი კონტაქტი;
• Calendar– პლატფორმა, სადაც შეგვიძლია ჩავინიშნოთ ყველა მნიშნელოვანი მოვლენა, ღონისძიება, რომელსაც დავგეგმავთ;
• Keep – გამოიყენება მცირე ინფორმაციის, ან ჩანაწერების შესანახად და ჩასანიშნად;
• Google drive – გამოიყენება ინფორმაციის და ფაილების ვირტუალურ სივრცეში შესანახად, რომელიც თავის მხრივ, შეიცავს შემდეგ პროდუქტებს:
• Sheet – გამოიყენება ციფრების, მონაცემების დასამუშავებლად, როგორც Excel;
• Doc – გამოიყენება ტექსტური მასალის შესაქმნელად, დასამუშავებლად, როგორც Word;
•Slide – გამოიყენება სლაიდების შესაქმნელად, როგორც Powerpoint.
ბიზნესისთვის შეგვიძლია, ასევე, გამოვყოთ:
• Google Ads – საძიებო სისტემაში ბიზნესის რეკლამირებისთვის;
• Google Adsense გამოიყენება ასევე რეკლამირებისთვის – ვიდეო რეკლამირებისთვის სხვადასხვა საიტებზე.
• Analytics – გამოიყენება ბიზნეს საიტის ანალიზისთვის, რამდენი მომხმარებელი შემოვიდა, რომელი ადგილიდან და ა,შ.
• Google my business – საშუალებას გვაძლევს, online განვათავსოთ ჩვენი ბიზნესი, თუ მაგალითად, არ გვაქვს საკუთარი საიტი, გამოვაჩინოთ რუქაზე.
გუგლი ფიზიკურ მომხმარებლებს 79 პროდუქტს სთავაზობს, ხოლო ბიზნესს – დამატებით, 32 პროდუქტს. დეტალურად, თითოელი პროდუქტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმული: https://www.google.com/about/products/
ზურაბ პერტაია
მე ვარ ზურაბ პერტაია, მაქვს 7 წლიანი მენტორინგის და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება, ამჟამად ვარ ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ინოვაციები, სტარტაპები და ტექნოლოგიები.